საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია: მინისტრის მრჩეველი ლეონიდ ზიმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი, ვლადიმერ ჰუცუ ბიდენკო, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი, მაიორი, მიხეილ კუზნეცოვი და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი რომან მიცაკი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა დელეგაციას დეტალურად გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია გაეცნო შინაგან საქამეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მუშაობას, ასევე დაესწრო ვარკეთილში პოლიციის განყოფილების ახალი შენობის გახსნას.