თბილისს პოლიციის ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა შეემატა. ახალი განყოფილება ვარკეთილში აშენდა, სადაც 55 თანამშრომელი იმუშავებს, დასახლებას მოემსახურება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე 24 საათის განმავლობაში იზრუნებს.
პოლიციის ახალი შენობას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი გახსნიან.
2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში პოლიციის განყოფილების ახალი შენობები ააშენა. პროექტი გრძელდება და უახლოეს მომავალში თბილისში პოლიციის კიდევ ოთხი ახალი განყოფილება დაიწყებს ფუნქციონირებას.
პოლიციის ახალი შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე თბილისის მერიამ იზრუნა. დაიგო ასფალტის საფარი, ქვაფენილი, მოეწყო პარკირების ადგილები და შენობის ირგვლივ არსებული ტერიტორია გამწვანდა.