დღეს, 9 დეკემბერს, პარლამენტი განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას _ "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის დასკვნას.
"სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისათვის" ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "აქტი" ზღუდავს პარლამენტს _ როგორც ქვეყნის წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოს _ ბიუჯეტის საშემოსავლო პოლიტიკის გასაზღვრასა და სახელმწიფო პოლიტიკის ფინანსურ უზრუნველყოფაში. ახალი ინიციატივებით,Yეს საკითხები გადასაწყვეტად გადაეცემა უშუალოდ მოსახლეობას, რაც ახლოს დგას პლებისციტარულ დემოკრატიასთან.