ინფორმაციამ ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ძალიან გაგვახარა, რადგან ბინ ლადენი ბოროტად იყენებდა მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიის_ისლამის სახელს და რელიგიათშორის დაპირისპირებას ამწვავებდა, _ ამის შესახებ ისმაილში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
მისი თქმით, ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან ერთად, აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოება ნაწილობრივ გაძლიერებულია.
"ასევეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე აშშ-ის სხვა საელჩოებშიც. მე და საელჩოს სხვა თანამშრომლები უსაფრთხოების მხრივ აქ თავს კარგად ვგრძნობთ. აზერბაიჯანის შესაბამისმა სახსახურებმა, შსს სამინისტრომ და ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურმა საელჩოს უსაფრთხოების მიზნით დიდი სამუშაო განახორციელეს. მათი მოღვაწეობით კმაყოფილნი ვართ", _ აღნიშნა ბრაიზამ.