"ქართული პარტიის" ლიდერ სოზარ სუბარის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი განზრახმკვლელობის მსხვერპლები არიან
"სახალხო დამცველობის პერიოდში, 3 წელი ვიბრძოლე სანამ მივაღწიე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზამ ნათლად აჩვენა რომ ეს იყო განზრახმკვლელობა. ტყუილი გამოდგა თითქოს მანქანიდან იყო ნასროლი, ტყუილი აღმოჩნდა. სინამდვილეში პოლიციელებისგან იყო ნასროლი მანქანაში და არა მანქანიდან მათ მიმართულებით. ტყუილია ისიც, რომ ვაზაგაშვილი და ის ბიჭები ვინც იქ იყვნენ პოლიციელებს ესროდნენ. ყველა დეტალიდან ჩანს, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და მკვლელები დღემდე დაუსჯელები არიან", - განაცხადა "ჯი-იეჩ-ენთან" საუბრისას სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ამ დროისთვის სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია.
სოზარ სუბარი აღნიშნულ პერიოდში სახალხო დამცველი იყო.