აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარი" უახლოესი 7 წლის განმავლობაში თურქეთში 17 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია თურქეთს ნათობ-ქიმიური სექტორის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ "სოკარი" ყაზახეთში, რუსეთში და ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა კომპანიების შეძენას გეგმავს, რითიც საკუთარი პოზიციების გაძლიერებას აპირებს.