აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში "Nეწსწეეკ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებათა პროცესის დაწყება შესაძლებელია, მხოლოდ რამდენიმე პირობის გათვალისწინებით.
"მოლაპარაკებათა პროცესის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ჩვენსა და საქართველოს შორის ურთიერთობაც და მოლაპარაკებათა პროცესიც, როგორც ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს, ორ სახემწიფოს შორის უნდა წარიმართოს. საქართველოს შემადგენლობაში შესვლის არავითარ პერსპექტივაზე საუბარიც კი არ არის. ეს კარგა ხნის წინ უკვე გავიარეთ და აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში", _ აცხადებს ბაღაფში.
მისი თქმით, საქართველოში "ალბათ არიან" ისეთი პოლიტიკოსები, რომლებთანაც საუბარი შეიძლება. "არ არსებობს ცუდი ერი, არსებობენ ცუდი პოლიტიკოსები, რომლებსაც ერები მიჰყავთ სწორეს იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველო იმყოფება".
"თუკი გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც გაიგებს სიტუაციას, მზად ვართ სასაუბროდ. არავინ ააშენებს ჩინურ კედელს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მდინარე ენგურზე. საქართველომ კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთი მისი ანკლავი კი არა, აღიარებული სახელმწიფოა", _ აცხადებს ბაღაფში.