უკრაინას ოდესა-ბოდის ნავთობსადენის ბალტიის ზღვამდე გაგრძელება სურს, შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ერთობლივად უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავჭრათ უახლოეს მომავალში ეს ამოცანა. აღნიშნული საკითხი უკვე განვიხილეთ და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს ნავთობსადენი ბალტიის ზღვამდე მივიდეს. ჩვენი გეგმის დეტალებზე არ შევჩერდები, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც გვაქვს, ვალდებულნი ვართ მათი ერთობლივი რეალიზაცია მოავახდინოთ"- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯან-უკრაინის საინვესტიციო პროექტები თანაბარი თანადაფინანსებით განხორციელდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნებისმერი ობიექტი, რომელიც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ერთობლივად განხორციელდება, მასში თანადაფინანსება 50/50 % იქნება.
„ეს არის ნდობის უმაღლესი ხარისხი და მიმაჩნია, რომ მისი ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზრდება., თუ ჩვენ დავიწყებთ ერთობლივ პროექტირებას და შემდგომ მათ რეალიზებას"-იანუკოვიჩმა.