ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ცხინვალში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები მოინახულა და რამდენიმე ოჯახს ახალი სახლის გასაღებიც გადასცა.
"ეს სახლები ჩვენ სახელმწიფოს და იმ სახსრების ხარჯზე აღვადგინეთ რომლებიც ჩვენ რუსეთის ფედერაციამ გამოგვიყო. წელს ჩვენ უკვე 322 სახლს ჩავაბარებთ, ეს ჩვენი საჩუქარია ცხინვალელებისათვის",_ აცხადებს კოკოითი.
კომიტეტი ასევე იუწყება, რომ ედუარდ კოკოითი რიგი შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილო დარჩა და ე.წ. ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატრაზ ტაკაზოვს სამუშაოების მიმდინარეობაზე კონტროლის დაწესება დაავალა.
"შეამოწმეთ, როდის მიიღეს მუშებმა ბოლოს ფინანსური სახსარი და რა სამუშაო შეასრულეს ამ სახსრებით", _ განაცხადა კოკოითმა. ამის შემდეგ იგი სოფელ ხეთაგუროვოში გაემგზავრა და ამ სოფლის მაცხოვრებელს ალან ბაზაევს ინვალიდის სავარძელი გადასცა საჩუქრად. ბაზაევის თქმით, იგი ქათველებმა მოიტაცეს და ფეხები დაუცხრილეს, რის შემდეგაც მას ფეხები წაერთვა.