საერთაშორისო საავიაციო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი ნებისმიერი საქონლის იმპორტი გადასახადებისაგან თავისუფლდება. "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მთავრობამ უკვე განიხილა და უახლოეს დღეებში პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
დღეს არსებული რეგულაციებით, დღგ-ის, აქციზისა და იმპორტის გადასახადებისაგან თავისუფლდება საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი/მიწოდება. წარმოდგენილი პროექტი კი ითვალისწინებს აღნიშნული გადასახადებისაგან ბორტზე მისაწოდებლად ყველანაირი საქონლის იმპორტის/მიწოდების გათავისუფლებას.