აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში პოლიტოლოგთან, "ლივადიიდკი კლუბის" პრეზიდენტთან იგორ შატროვთან აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აფხაზეთში ნავთობი არის რომლის მოპოვებაც მალე დაიყება.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნავთობი აფხაზეთში არის! რათქმაუნდა ჩვენ ვერ შევძლებთ მსოფლიო ბაზარზე ისეთი მოთამაშეები გავხდეთ, როგორც რუსეთია, მაგრამ საკუთარი თავის უზრუნველყოფა ჩვენ სრულიად შეგვიძლია. შესაბამისი კონტრაქტი აფხაზეთს "როსნეფტთან" უკვე გაფომებული აქვს და 2011 წლისათვის ისინი აპირევენ სეისმოდაზვერვის დაწყებას. ამის შემდეგ კი უკვე ნავთობის მოპოვება დაიწყება", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და დასძენს, რომ შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროს შელფი 300 დან 500 მილიონ ტონამდე ნავთობს ინახავს.
სერგეი ბაღაფში ნავთობის მოპოვების დაწყების შემთხვევაში ასევე ვერ ხედავს საფრთხეს ეკოლოგიური საფრთის საშიშროებას აფხაზეთის კურორტებისათვის.
"ტანამედრიოვე ტექნოლოგიები იძლევიან იმის საშულებას, რომ ნავთობის მოპოვება რეგიონის ეკოლოგიისათვის ზიანის მიუყენებლად წარიმართოს. საქართველოში ამ ამოცანის გადასაჭრელად შვიდი ამერიკული კომპანია მუშაობს, თურქეთში სამი. სერიოზული დაინტერესებაა ამ მიმართულებით ბულგარეთსა და რუმინეთში. და ბოლოს, რუსეთი ჩადგამს პლატფორმას ტუაპსესა და ანაპას შორის და სულაც არაფერია, რომ იგი აფხაზეთის სანაპიროსთან რამდენიმე ათეული კოლომეტრის იქით იდგეს"_ აცხადებს სერგეი ბაღაფში და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რას უნდა ელოდოს აფხაზეთი. "აბა რა უნდა ვქნათ? უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ, თუ როდის ჩადგამს საქართველო საზღვართან პლატფორმას და ლინზის მეშვეობით ჩვენი ნავთობის გადაქაჩვას დაიწყებს?", _ აცხადებს ბაღაფში.