უახლოესი ორი კვირის მანძილზე iPad-ი კიდევ 13 ქვეყანაში გამოჩნდება.
დღეისთვის iPad-ი იაპონიაში გამოჩნდება, 29 აპრილს კი_ჰონკონგში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ინდოეთში, ისრაელში, მაკაოში, ფილიპინებში, სამხრეთ აფრიკაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და თურქეთში, 6 მაისს კი მისი დებიუტი ჩინეთში შედგება.
iPad 2 მნიშვნელოვნად განსხვავდება iPad-ის ორიგინალისგან. იგი 15%-ით მსუბუქი და 33 %-ით თხელია.
ჩამოთვლილ ქვეყნებში iPad-ის გაშვება შეზღუდული იქნება. მის მისაღებად მომხმარებლებს გარკვეული დროის მანძილზე რიგში დგომა მოუწევთ.