ესპანური გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესპანეთის სამთავრობო წრეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ესპანეთში, ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ვერა ქობალია ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, სადაც საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იყო საუბარი.
მოგვიანებით, ვერა ქობალია სარაგოსას ლოჯისტიკურ ცენტრს ეწვია და მისი მუშაობით დაინტერესდა. მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სარაგოსას მსგავსი ლოჯისტიკური ცენტრები უნდა აშენდეს.
"სარაგოსასში არის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ლოჯისტიკური ცენტრი, რომელშიც ისეთი უმსხვილესი კომპანიები ოპერირებენ, როგორიცაა "ინდაიტექსი" და სხვა. საქართველოში გვინდა მსგავსი ტიპის ლოჯისტიკური ცენტრები შევქმნათ, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ქვეყნის ასევე მთელი რეგიონის მასშტაბითსვის. ამის შემდეგ კი საერთაშორისო კომპანიებს ამ ლოჯისტიკურ ცენტრებს შევთავაზებთ, რათა ის გამოიყენონ როგორც ჰაბი მთელი რეგიონის მასშტაბით"- განაცხადა ვერა ქობალიამ.