აფხაზეთში ქართველ დევნილთა დაბრუნების საკითხი ჯერ ჯერობით არ დგას და არა მგონია, უახლოეს მომავალში დადგეს. აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში "Newsweek" ისათვის მიცემულ ინტერვიუში.
"ეს საკითხი ჯერ-ჯერობით არ დგას. ჯერ ძალიან მტკივნეულია ომის ჭრილობები, ძალიან ძლიერია ანტაგონიზმი და ყველაზე მთავარი _ საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს საკითხი არასოდეს გადაწდეს", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და განმარტავს, რომ საქართველოს ქმედებები სამხრეთ ოსეთში "რა თქმა უნდა, აფრთხობს ჩვენს ხალხს და თუ ჩვენ დღეს ვმონაწილეობთ საქართველოსთან მოლაპარაკებებში ჟენევაში ეს მხოლოდ და ხოლოდ სარკოზისა და მედვედევის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის პატივისცემით ხდება".