აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში "Nეწსწეეკ"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს იმაზე თუ რატომ არ აწარმოებს იგი ამჟამად აქტიურ წინასაარჩევნო აგიტაციას და იმედი აქვს, რომ ე.წ. არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
"ჩვენ ხუთი წელი გვქონდა აფხაზეთის მოსახლეობას შორის აგიტაციის საწარმოებლად. ამ ხუთი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი რამე გავაკეთეთ. ბევრი ავაშენეთ, ბიუჯეტი 5-ჯერ გავზარდეთ, გავზარდეთ ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებები. 2004 წელს აფხაზეთის ბიუჯეტი 400 მილიონი იყო დღეს კი 2010 წლის ბიუჯეტი კი 2 მილიადია",_ აცხადებს სერგეი ბაღაფში და დასძენს, რომ აფხაზეთს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და მან მიაღწია ყველაზე მთავარს მოიპოვა დამოუკიდებლობა და გაათავისუფლა კოდორის ხეობა.
მისივე სიტყვებით, იგი წინასაარჩევნოდ არც რუსული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით აპირებს კონცერტების გამართვას.
"ხოლო თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ყველა ხეზე, ტუალეტზე და ნაგვის ყუთზე დაკიდებული ბანერები და პლაკატები არჩევნებში დიდ როლს შეასრულებს ისინი ღრმად ცდებიან",_ აცხადებს სერგეი ბაღაფში.