მტკვარში მამაკაცის გვამი იპოვეს.
მაშველებმა ცხედარი წყლიდან წუხელ, გვიან ღამით, რუსთავის ტერიტორიაზე ამოიყვანეს.
გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ცხედარი რუსთავის პროზექტურაშია გადასვენებული.
ადგილზე რუსთავის სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.