თბილისში არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
შემთხვევა წუხელ, ვარკეთილის რაიონში მოხდა. დაპირისპირების შედეგად ორმა არასრულწლოვანმა ერთმანეთი დაჭრა, მათ შორის ერთი ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალაქის მთავარ პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მას ჭრილობები ცივი იარაღით წელისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მათ მოზარდებს შორის ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.