სამართალდამცველებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი სამი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჯგუფების წევრები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად იტაცებდნენ შპს "ჯორჯია მანგანეზის" კუთვნილ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მატერიალურ ფასეულობებს.
აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულია ოცდაერთი პირი: შპს ,,გიორგი 2005"-ის დამფუძნებლები: გიორგი გუნიავა და გიორგი სიხარულიძე, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის" სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომლები: ელექტროშემკეთებელი საამქროს უბნის უფროსი იოსებ კიკნაველიძე, ოსტატ-ელექტრიკოსები: თამაზ ფუტკარაძე, ზურაბ წითელაძე, გელა სვიანაძე, დავით ვერულაშვილი, ელექტრო-მონტიორები: მამუკა ხუსკივაძე, ალექსანდრე აფხაიძე, ვასილ გეწაძე, ელექტროშემკეთებელი საამქროს უფროსი დავით ტალახაძე, აგლო ფაბრიკის უფროსი თეიმურაზ ბარბაქაძე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლები: გიორგი კაპანაძე, არგენ კირკიტაძე, ფრიდონ შალამბერიძე, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის" მონიტორინგის სამსახურის ინსპექტორი ბაქარ ბაქრაძე, დაცვის პოლიციის თანამშრომლები: მამუკა ძოწენიძე და ლერი მახათაძე, ინდივიდუალური მეწარმე ვლადიმერ მუმლაძე, კახაბერ ქურციკიძე და კახაბერ ბარბაქაძე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 6-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.