"იმ კრიმინალისტური ბანდის მოშორება, რომელიც საქართველოს მართავს, საერთო სამოქალაქო თანხმობით შეიძლება", - ამის შესახებ "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისგან სერიოზული მოთხოვნაა იმისა, რომ მიღწეულ იქნას საერთო სამოქალაქო შეთანხმება, "რომელიც ისევ და ისევ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძლოველად არის საჭირო".
"უაღრესად მნიშვნელოვანია ყველგან ითქვას, რომ 7 ნოემბერი იყო სააკაშვილის ძალადობა ხალხზე, 5 იანვარს კი არჩევნები გაყალბდა. დიდი ხანია გამოვდივართ საერთო სახალხო თანხმობის ინიციატივით, რომელიც სოზარ სუბარის ინიციატივაა და ახლა ამისთვის პოლიტიკურ შეთანხმებას ვამზადებთ", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.