აზერბაიჯანი აგრძელებს ქვეყნის სატრანზიტო კვანძისკენ მიმართული პროექტების რეალიზაციას. ქვეყნის კავშირგამბულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის სატრანსპორტო კვანძად ჩამოყალიბების ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფილია საქართველოდან აზერბაიჯანის გავლით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამავალი ალტერნატიული სატელეფონო ტრაფიკი.
პარალელურად, რუსეთის მიმართულებით დასრულებულია სამუშაო ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელების მშენებლობისთვის. იგეგმება არსებული ოპტიკური ქსელის გაფართოება, ახალი ხაზის მშენებლობით, რომლის საპროეტქო სამუშაოც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.