სანკტ-პეტერბურგში საქართველოს 27 წლის მოქალაქე ამან მამედოვი საკუთარი დის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მამედოვი საკუთარ 18 წლის დასთან სტუმრად იმყოფებოდა და სელაპარაკების დროს მისი მკვლელობა ჩაიდინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მან გოგონას დანით ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. როგორც ჩანს ძმა სინდისმა შეაწუხა და იგი მილიციის განყობილებაში თავად გამოცხადდა", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად წყდება საკითხი იმის შესახებ, თუ რა ზომა უნდა შეეფარდოს ეჭვმიტანილს სასჯელის სახით. მიმდინარეობს გამოძიება.