უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ისინი ქსნის #15-ე დაწესებულებაში ებრაელი ბიზნესმენები_ რონ ფუქსი და ზევ ფრენკელი მოულოდნელად მოინახულა. პატრიარქმა მათ გათავისუფლება უსურვა.
როგორც დაკავებულების ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, პატრიარქმა ქართულ-ებრაულ მრავლსაუკუნოვან მეგობრობაზეც ისაუბრა.
ამასთან, უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ხალხს შორის მეგობრობა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება.
შეგახსენებთ, უწმინდესმა ებრაელი ბიზნესმენები 15 აპრილს ციხეში მოინახულა, მალე გათავისუფლება უსურვა და საჩუქრებიც გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები