შვეიცარიის პოლიცია სპირტის ქურდობაში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ადანაშუალებს.
ქვეყნის პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე იმ დაჯგუფების წარმომადგენელია, რომლის ორი წევრიც იგივე ბრალდებით მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. პოლიციამ საქართველოს სამივე მოქალაქის ფოტოსურათები გამოაქვეყნა.
შვეიცარიის სამართალდამცავი უწყების ცნობით, დაჯგუფების მესამე წევრი გასულ კვირას, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობებში, ჩატარებული დათვალიერების დროს იქნა აღმოჩენილი.
პოლიციის ინფორმაციით, ქურდებმა სულ 100 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპირტი მოიპარეს.