ვიღაცას ძალიან უნდა საქართველოს დადანაშაულება სახელმწიფო ტერორიზმში. აცხადებს რუსი დისიდენტი და ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია საქართველოში მიმდინარე ამბების კომენტირებისას. კერძოდ, რუსი დისიდენტი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ხნის წინ გალის რაიონში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ოფიცრის მკვლელობაზე და იმაზე, რომ რუსუმა მხარემ და აფხაზმა სეპარატისტებმა ყოველივე ამაში საქართველოდ ძალოვანი სტრუქტურები დაადანაშაულეს.
ვალერია ნოვოდვორსკაია, რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" მეთოდებს უწუნებს და მათ მოძველებულებს უწოდებს.
"ამ ორ ანკლავს, საქართველოს ამ ორ ნაწილს ხომ ასევე ხელმძღვანელობენ მშვიდობიანი აფხაზი და ოსი ბანდიტები და აი, ერთმა ბანდიტებმა მეორე ბანდიტები დახოცეს - ეს რა თქმა უნდა სკანდალია. ვიღაცას ძალიან უნდა საქართველოს დადანაშაულება სახელმწიფოებრივ ტერორიზმში ანუ სავსებით გაუგებარია მსგავსი მოქმედებებისათვის რა აზრი აქვს საქართველოს, იმიტომ, რომ ბანდიტები იქ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე საქართველოს გარეშეც მრავლად არიან", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია.
მისივე თქმით, "მადლობა ღმერთს თავში არავის მოსვლია, რომ ქართულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე გვამი, ვთქვათ, კრასნოდარის რომელიმე რადიოსადგურთან არ დაალაგეს.
"ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ მსოფლიო და რუსული საზოგადოებრიობა, რომ თუკი გამოცხადდება, რომ როგორც 39-იან წლებში, ქართული არმიის მთელი შენაერთი ტუაპსეში ან კრასნოდარში რუსული რადიოსადგურის ხელშოი ჩაგდებას შეეცადა და ნაჩვენები იქნება მათი ცხედრებიც კი - არ დაუჯეროთ ამას", _ აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია და დასძენს, რომ "ყოველივე ეს საბჭოთა პროპაგანდაა, იმიტომ რომ "ეფ-ეს-ბემ" სხვანაირად არ იცის".
ნოვოდვორსკაია აცხადებს, რომ მაგალითად რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" შეუძლია სახელმწიფო დუმის შენობა პროვოკაციის მიზნით დაწვას და მერე ყოველივე ეს სხვას დააბრალოს.
"ხოლო როდესაც აღმოჩნდება, მაგალითად, რომ მათ მთელი ფული შეჭამეს, რომელიც რუსეთის ოლიმპიური ობიექტებისათვის იყო გამოყოფილი, ხოლო აშენებული არაფერია, აღმოჩნდება, რომ ამაში დამნაშავე საქართველოა", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია.