საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი ეჭვობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობა ჩაილურის წყალს დალევს.
"სტაგნაციაშია მთელი სოფლის მეურნეობის პრობლემა... სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მთავრობის საუბარმა ჩაილურის წყლის დალევის ანალოგიურად ჩაიაროს", - განაცხადა ახვლედიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე და ამ კონტექსტში ლიახვის ხეობის სოფლების მაცხოვრებელთა პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული ხეობის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა, რადგან გლეხებმა არ იციან, უზრუნველყოფს თუ არა მთავრობა მათთვის სარწყავ წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას.
"ამ ადამიანებმა არ იციან იმ არხებში, რომლებიც მათ სოფლამდე მიდის, წყალი ჩავა თუ არა. ისინი სხვამენ კონკრეტულ შეკითხვას და მათზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან პასუხს აპრილის ბოლომდე ელოდებიან. შემდეგ უკვე, მიწის დამუშავების პროცესი დასრულებულია", - აღნიშნა დეპუტატმა.