ბულგარეთის ქალაქ კრუმოგრადში ნაღმის აფეთქების შედეგად სამი მოზარდი გარდაიცვალა.
შემთხვევა კრუმოგრადის ბავშვთა სოციალურ სახლში მოხდა. საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ ოთახში 16, 15 და 13 წლის მოზარდები ცდილობდნენ სამრწველო ასაფეთქებელი ნაღმის დაშლას, რომელიც სამთო წარმოებაში გამოიყენება. ნაღმი 16 წლის მოზარდს ხელში აუფეთქდა. ორი ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ხოლო მესამე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით ქალაქში გლოვაა გამოცხადებული.
აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავებმა 6 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ნაღმის მოპარვაში. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დაკავებისას სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას სცადა.