უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ ხანდოგი უკრაინულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ვიზიტის შესახებ შეთანხმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოხდა.
უკრაინის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხებზე, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის დროებით ყოფნაზე და სხვა საკითხებზე.
დღის წესრიგში ასევე შეტანილია რუსეთის ფედერაციის რიგი მოქალაქეების უკრაინის ტერიტორაზე შესვლის საკითხიც.