შავი ზღვა მსოფლიოში ერთ ყველაზე დაბინძურებულ შიდა ზღვად მიიჩნევა, რის გამოც აქ თევზის მარაგის მკვეთრი შემცირება ხდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელი აფხაზეთში, ბოლო 30 წელთან შედარებით, რეკორდული აღმოჩნდა ქაფშიას მოპოვების თვალსაზრისით. ეს განცხადება დღეს აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან დბარმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს აფხაზეთის წყლებში დაახლოებით 27 000 ტონა ქაფშია იქნა დაჭერილი, რომლის უმეტესი ნაწილიც "ადგილობრივი დაწესებულებებში გადაამუშავეს".
"ეს დაკავშირებული ამ სახეობის თევზის ციკლურ მერყეობასთან შავ ზღვაში. მეორე მხრიდან, ზამთრის პერიოდში ჩვენი ზღვა თბილია და ამან საშულება მისცა შავიზღვა-აზოვის ქაფშიას ჩვენს სანაპიროებთან გამოეზამთრებინა", _ განაცხადა დბარმა.