საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად აღრიცხულია 42 000-ზე მეტი ნარკოტიკების მომხმარებელი და ნარკოტიკებზე დამოკიდებული.
ექსპერტთა მონაცემებით, ეს რიცხვი შეადგენს 200-240 ათასს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიშის მიხედვით კი _ 300 000-სს.Eაქედან, ექსპერტული შეფასებით, სავარაუდოდ, 80-90 ათასი ინექციური მომხმარებელია.
ნარკოტიკების მოხმარებამ საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვა და განსაკუთრებით საგანგაშო გახდა დაავადების გავრცელება ახალგაზრდებსა და მოზარდებში.
მარტო 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარების, უკანონო წარმოების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვის, გასაღებისთვის საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოხვდა 3300-მდე ადამიანი.