"მასწავლებელს ბევრად ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე უნდა ჰქონდეს. ვიცი, რომ თქვენ მოახდინეთ სასწაული 90-იან წლებში, როცა ყველაფერი ჩამოიშალა. უდენობის, უგზობის, უხელფასობის პირობებში შეძელით, შეგენარჩუნებიბათ თქვენი სტანდატები", _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში ახალი სკოლის დათვალიერების დროს სერთიფიციტებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, მძიმე პერიოდში პედაგოგები ასწავლიდნენ არა იმიტომ, რომ ამაში ფულს უხდიდნენ, არამედ სხვანაირად არ შეეძლოთ, რადგან ეს მათი ცხოვრების არსი იყო.
პრეზიდენტის სიტყვით, ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტია, სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან შედარებით, ბავშვები ბევრად უფრო განათლებულნი იყვნენ. სააკაშვილი აცხადებს, რომ დამატებითი სტიმულის მიზნით, სასერთიფიკატო გამოცდები შემოიღეს, რომლის ჩაბარების შემთხვევაშიც, პედაგოგს მეტი ხელფასი, უკეთესი თანამდებობა, მეტი დაფასება ექნება.