"საქართველომ 2008 წლის აგვისტოში დამოუკიდელობისთვის ომის ცხელი ფაზა აწარმოა, ამის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი სწრაფად წავიდა. მტერმა დაიწყო ომი, რომ ჩვენი დამოკიდებელობისთვის ბოლო მოეღო, რეალურად კი პირიქით მოხდა და დაჩქარდა დამოუკიდებლობისკენ ჩვენი სვლა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში ახალი სკოლის დათვალიერების დროს სერთიფიციტებულ პედაგოგებსა და მოწაფეებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ მათი დამოუკიდებელობის აღიარებით, საბოლოოდ წერტილი დაუსვა ამ რეგიონების დამოუკიდებელობას. ამასთან, იმპერიის აღდგენის შანსიც საბოლოოდ დაკარგა.
"2008 წლის ომის შემდეგ, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა სახელმწიფოებრიობის საკითხი, მაშინაც პრინციპული მოთხოვნა იყო, არ შეგვჩერებინა განათლებაში ინვესტიციები", - განაცხადა მან.