სპირტის ქურდობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით შვეიცარიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქის ფოტოსურათები გამოაქვეყნა.
"20min.ch"-ის ინფორმაციით, ამ დაჯგუფების ორი წევრი ჯერკიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დააპატიმრეს, ჯგუფის მეთაური კი მიიმალა.
გასულ კვირას ერთ ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობებში ჩატარებული დათვალიერების დროს პოლიციამ ქურდი ამოიცნო, რომელიც საქმის ვითარებაში გარკვევის შემდეგ სპირტის ქურდების ჯგუფიის მესამე წევრი აღმოჩნდა.
პოლიციის ინფორმაციით, ქურდებმა სულ 100 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპირტი მოიპარეს.