ბორჯომში, სოფელ ტაძრისში, განახლებული სკოლის დათვალიერების შემდეგ პედაგოგებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თუკი რომელიმე ცალკე აღებულ მოღვაწეს უნდა დაუდგან ძეგლი, ეს სწორედ მასწავლებელია".
"თუკი რომელიმე ცალკე აღებულ მოღვაწეს უნდა დაუდგან ძეგლი, ეს არ იქნება არც ცალკე პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ეს უნდა იყოს პედაგოგი, რადგან თქვენ მოგვიყვანეთ აქამდე და თქვენ გაგვამარჯვებინებთ მომავალში", - მიმართ პრეზიდენტმა პედაგოგებს.