"თუ ხვალ რუსული გახდება კომუნიკაციის საყოველთაო ენა, თუ ყველა ჩინელის, ნორვეგიელის, ამერიკელისთვის აუცილებელი იქნება რუსულის ცოდნა, რათა ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ, ჩვენც უნდა ვისწავლოთ რუსული. მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ის პოზიციები, რაც ჰქონდა, რუსულმა დათმო. ამიტომ უნდა გადავიდეთ იმ ენაზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგვცემს წარმატების მიღწევის შეასაძლებლობას",_აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში ახალი სკოლის დათვალიერების დროს სერთიფიციტებულ პედაგოგებსა და მოსწაფეებთან შეხვედრისას.
სააკაშვილის თქმით, რუსული შერჩევითი ენა გახდა 1-ლი კლასიდან, არა იმიტომ, რომ რუსულს ვემტერებით, არამედ იმიტომ, რომ კვლავაც პრიორიტეტულია ინგლისური.
"სწორედ იმიტომ შემოგვაქვს ინგლისული, რადგან ვართ გლობალიზებული სამყაროს ნაწილი. წელს აბიტურიენტების 70% საქართველოში ინგლისურს აბარებს და შარშან იყო 40%. ახლა რუსული დარჩა 10%,",_აღნიშნა პრეზიდენტმა.