"საბჭოთა სკოლა იყო ციხე-კოშკი, გალავანი, სადაც შეღწევა არ შეიძლებოდა, სადაც წიგნები უნდა დაგვეზეპირებინა, ეს იყო მოთხოვნა, რადგან საბჭოთა კავშირი ზრდიდა მორჩილ პერსონალს. ჩვენ გვინდა გავზარდოთ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები",_აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში ახალი სკოლის დათვალიერების დროს სერთიფიციტებულ პედაგოგებსა და მოსწაფეებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ქართულის გაძლიერებული სწავლება უნდა დაიწყოს. საგნების 30% ქართულ ენაზე უნდა ისწავლებოდეს, რადგან საქართველოში წარმატების მიღწევა ქართული ენის გარეშე შეუძლებელია.