მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აბაშის რაიონული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მოძრაობის ხელმძღვანელობამ რაიონული ფორუმი კულტურის სახლის წინ, ღია ცის ქვეშ ჩაატარა.
აბაშის კულტურის სახლის წინ გამართულ ღონისძიებას მოძრაობის სამასამდე მხარდამჭერი ესწრებოდა. მოძრაობის აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულია ვარლამ ქაქუჩაია.
კონფერენციის დასრულების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი აბაშის მოსახლეობას გაესაუბრა და მათ მოსაზრებებსა და პოზიციას გაეცნო. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა მადლობა გადაუხადა შეკრებაში მონაწილე აბაშელებს.