რუსეთი, როგორც ოკუპანტი აფხაზეთის ტერიტორიაზე აკეთებს იმას, რაც მოესურვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა.
"რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის საკითხებზე ადგილობრივ წარმომადგენლებს არ უთანხმდება. იგი, როგორც ოკუპანტი ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც საჭიროდ თვლის და არავის არაფერზე არ უთანხმდება", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი თავის ქმედებებს ადგილობრივ სეპარატისტულ ძალებთან არც კი განიხილავენ.