აფხაზი სეპარატისტების მეთაური სერგეი ბაღაფში თურქეთში პირადი სამედიცინო თვალსაზრისით იმყოფებოდა. ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ბაღაფშის თურქეთში ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სეპარატისტების ლიდერის ვიზიტს თურქეთის ხელისუფლება გაემიჯნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არა მარტო აღიარებს, არამედ მხარს მხარს უჭერს.
"მათ ნათლად განაცხადეს, რომ თურქეთისთვის საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფში თურქეთში 7 აპრილს ჩავიდა.
აფხაზური მედიის მტკიცებით, სერგეი ბაღაფში ანკარაში მაცხოვრებ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე იგეგმებოდა საქმიანი შეხვედრები თურქულ ბიზნეს წრეებთან.