ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუფში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ქალაქების ტყვარჩელისა და ოჩამჩირის შემაერთებელი სარკინიგზო ლიანდაგი დაზიანდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსი რომან ლეიბა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა ე.წ. სამმართველოს ოპერატიული სამსახურის ჯგუფი გავიდა, ამ სარკინიგზო ლიანდაგით ოჩამჩირის პორტში ვაგონებით ნახშირი გადააქვთ.
აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა ე.წ. სამმართველოს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბოროტმოქმდებმა 122 მილიმეტრიანი ნაღმი ლიანდაგის ქვეშ ჩადეს.
მათი ინფორმაციით, ყველა მასალა და ტკიცებულება რაიონის საგამოძიებო ორგანოებშია გადაცემული.