ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის მტკიცებით, აფხაზეთსა და ცხინვალში ანტიქართული განწყობა ძლიერია. ამის შესახებ კოსაჩოვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ დებატებისას განაცხადა.
"ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად ჩავდივარ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში და უნდა აღვნიშნო, რომ იქ ძალიან ძლიერი ანტიქართული განწყობაა. ამის მიზეზი კი იქ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებია", - განაცხადა კოსაჩოვმა.
მისი განმარტებით, 2008 წლის აგვისტოში, ცხინვალში კონფლიქტი სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაიწყო.