"ქართული პარტიის" ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, 8 აპრილს გაჩეჩილაძე თანაპარტიელ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად "აირზენას" თვითმფრინავით პარიზში მიემგზავრებოდა. იგი თვითმფრინავის ბორტზე ნასვამ მდგომარეობაში ავიდა, გამომწვევად იქცეოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბორტგამცილებლებს, ხომალდის მეთაურს და იმუქრებოდა.
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში დაფრენისთანავე ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს და ადგილობრივ პოლიციას გადასცეს. გაჩეჩილაძე საფრანგეთის პოლიციამ, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
ავიაკომპანია "აირზენა" მომხდარს ადასტურებს. გაჩეჩილაძეს ამასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.