32 ათასზე მეტმა სომეხმა აფხაზეთის პასპორტი მიიღო. აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის 90-პროცენრტმა უკვე მიიღო სეპარატისტული ხელისუფლების პასპორტი.
აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პასპორტები აფხაზეთში მცხოვრებ 85 ეროვნების მოქალაქეზე გაიცა.
მათი ინფორმაციით, აფხაზური პასპორტი მიიღო 73 622-მა აფხაზმა, 32363-მა სომეხმა, 17795-მა რუსმა, 12156-მა ქართველმა, 2430-მა უკრაინელმა, 2138-მა - აბაზინმა, 1 500-მა ბერძნემა. მთლიანად გაცემულია - 146 121 აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი.
სეპარატისტული ხელისუფლების ინოფრმაციით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომელთადც აფხაზური პასპორტი აქვთ.