რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ვიზიტის მიმოხილვისას თურქეთის რესპუბლიკაში საუბრობს, იმაზე თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს შამბას ვოიაჟს თავად აფხაზეთისათვის, საქართველოსთვის, თურქეთისთვის და რუსეთისათვის. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" აქვეყნებს.
"სერგეი ბაღაფშის ვიზიტის განხილვა, როგორც რიგითი მოვლენისა არ შეიძლება. ეს არც რიგითი მოვლენაა და არც ზრდილობიანობის გამომხატველი ვიზიტი თანამემამულეებისადმი. ვიზიტი საკმაოდ ბევრ ინტერესებსა და სადაო პრობლემებს ეხება. უპირველეს ყოვლისა თურქეთის მონახულება არის აფხაზეთის მნიშვნელოვანი სიგნალი უპირველეს ყოვლისა გარესამყაროსათვის. ბაღაფში ცდილობს გააგებინოს არა მხოლოდ ანკარას, არამედ ევროპასაც და აშშ-საც, რომ მისი რესპუბლიკა კრემლის მარიონეტი და სატელიტი არ არის, რომ იგი ცდილობს გააფართოვოს აღიარების არეალი თუ არა როგორც მინიმუმ საერთაშორისო კონტაქტები.
ბაღაფშის თურქული ვიზიტი ასევე იძლევა საშუალებას შეფასებულ იქნეს ბაღაფშის მიერ ერთხელ ნასროლი ფრაზა, იმის შესახებ, რომ მის რესპუბლიკას სურს აღიარების მიღება არა მხოლოდ პაპუა გვინეადან", _ აცხადებს სერგეი მარკედონოვი და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო დავები აღნიშნულ ვიზიტს დროში სულ შემთხვევით დაემთხვა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, რას აძლევს ეს ვიზიტი თურქეთს, ნიშნავს თუ არა იგი ანკარის საგარეო პოლიტიკის შემობრუნებას, რომელიც როგორც თავის სტრატეგიულ პრიორიტეტზე მეზობლებთან "პრობლემების განულებაზე" აკეთებს განცხადებას. საქართველო კი სწორედ მისი მეზობელია. მით უფრო, რომ თურქეთი ტრადიციულად აკეთებს განცხადებას იმი შესახებ, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკის, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
"ერთის მხრივ ბაღაფშის თურქულ ვიზიტთან თურქ დიპლომატებს არავითარი კავშირი არა აქვთ. ეს კერძო ვიზიტია, რომლის ორგანიზებაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა მოხდინეს და არა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მეორეს მხრიდან გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ გამოცდილმა დიპლომატებმა, სახელმწიფოებრივი აპარატის ჩინოვნიკებმა და სპეცსამსახურებმა უბრალოდ, ყველამ ერთად ძილში გაატარა აფხაზეთის პრეზიდენტის ვიზიტი. ალბათ, მაინც, ასეთი ვიზიტები არაფორმალურ დონეზე, თუ პირდაპირზე არა თუ არ თანხმდება განიხილება მაინც", _ აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ ანკარას ამ ვიზიტიდან პირდაპირი სარგებელი აქვს.
"თურქეთის მთავრობას არ შეუძლია ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი აზრი არ გაითვალისწინოს. აფხაზური და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგებლები კი არა მხოლოდ სწავლობენ ფოლკლორსა და თავისი წინაპრების ტრადიციებს მისდევენ, არამედ მნიშვნელოვან პოსტებს იკავებენ არმიაში, პოლიციასა და ადმინისტრაციაში ანუ წარმოადგენენ ძალას რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. მეორე მიზეზი არის ის, რომ შავი ზღვის რეგიონში პირველობის პრეტენზიის მქონე თურქეთს შეუძლებელია დივერსიფიცირებული კონტაქტები არ ჰქონდეს ყველა მოთამაშესთან. აფხაზეთი კი მოთამაშეა - უნდა ეს ვინმეს თუ არა", _ აცხადებს მარკედონოვი და პასუხს სცემს კითხვას თუ რამდენს კარგავს თბილისი ბაღაფშის თურქეთში გამგზავრებით.
"ერთის მხრიდან პრაქტიკულად თბილისი არაფერსაც არ კარგავს. თურქეთი ხილულ პერსპექტივაში არ აპირებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის მიზეზი ბევრია. თუმცა, მეორეს მხრიდან, აფხაზი ლიდერის ვიზიტი სხვაგან, გარდა მოსკოვისა ანგრევს თბილისის ფილოსოფიას, რომელშიც ოკუპაცია და კრემლის მარიონეტობა მთავარი საკითხებია. შავთეთრი სურათი, რომელშიც არის სისი აგრესიული იმპერია და პატარა მშვიდობისმოყვარე ქართული სახელმწიფო იმსხვრევა. თუკი აფხაზეთის პრეზიდენტი მიდის თურქეთში უკვე ვერ იტყვი, რომ იგი ოკუპანტებთან ინსტრუქციებისათვის წავიდა", _ აცხადებს მარკედონოვი და საუბარს რუსეთის ფედერაციაზე აგრძელებს.
"აქ გრძნობების შერეული გამაა. რა თქმა უნდა აქ არის ეჭვიანობას, ასევე გარკვეული ფობიებიც, რომლებიც მოჰაჯირების შთამომავლების შესაძლო დაბრუნებითაა განპირობებული ამიტომაც ეს კრემლისათვის სასიხარულო მოვლენა ნამდვილად ვერ იქნებოდა. თუმცა თანდათან მოდის იმის გაცნობიერება, რომ აფხაზეთისათვის თურქეთის ფანჯარამ შესაძლოა დადებითი როლიც შეასრულოს. ბაღაფშის მიერ დიასპორებთან (აფხაზური და ჩერქეზული) კონტაქტენის დამყარება უფრო აქტივია ვიდრე პასივი. იმიტომ რომ ოლიმპიადის წინ აუცილებლად წამოიწევს წინ ჩერქეზული საკითხი, ისევე როგორვ ტიბეტის საკითხმა წამოიწია წინ პეკინში ოლიმპიადის წინ. მართალია ისიც, რომ ამ საკითხს 2014 წელს დღის წესრიგიდან ისევე მალე მოხსნიან, როგირც ტიბეტის საკითხი მოხსნეს 2008 წელს. თუმცა აქამდე ამ გავლენიან დისპორებთან ურთიერთობების დალაგებას შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს. ეს რუსულ -თურქული კონტაქტების გაუმჯობესებაა, შესაძლებლობა იმისა, რომ ჩრდილოკავკასიურ დინამიკაზე იქონიო გავლენა, ასევე აფხაზეთის წინ წაწევა იმ სამყაროში სადაც გართულებულია რუსული პოლიტიკის აღქმა თუნდაც სამხრეთ კავკასიაში მთლიანობაში", _ აცხადებს სერგეი მარკედონოვი.