ოსი სეპარატისტები საქართველოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით მიმდინარე თვეს ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევის ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
"ამასთან დაკავშირებით ცხინვალში შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში დამკვირვებლებად მყოფი ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც მოსაზღვრე რეგიონებში კონტროლს ახორციელებენ", _ იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი აუცილებლად გახდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილვის თემა.
მასალის გამოყენების პირობები