სირიაში, სამართალდამცავებსა და ანტისამთავრობო დემონსტაციებს შორის მომხდარ შეტაკებას 24 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ "ფრანც-პრესი" იტყობინება.
19 ადამიანი ქალაქ დარაში დაიღუპა, რომელიც საპროტესტო გამოსვლების ცენტრი გახდა. ორი დემონსტრანტი კი დამასკოს მახლობლად მდებარე ქალაქებში მოკლეს.
მომხდარის თვითმხილველები აცხადებენ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამასთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ნერვულ-მაპარალიზებელი გაზის გამოყენების შემთხვევებიც დაფიქსირდა. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა.
როგორც სირიის სამთავრობო საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, უშიშროების ძალების 19 თანამშრომელი დაღუპულია, ხოლო 75 დაჭრილია. ამასთან, სამთავრობო ძალები მომხდარის გამო პასუხისმგებლობას "შეიარაღებულ დაჯგუფებებს" აკისრებენ. სამთავრობო ტერლეარხების ცნობით კი, დივერსანტები და შეთქმულები ქალაქ დარის მშვიდობიან მოსახლეობასაც დაესხნენ თავს.
შეგახსენებთ, საპროტესტო გამოსვლები სირიაში 8 აპრილის ლოცვის შემდეგ განახლდა. აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისი დაარბიეს და პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძმის ძეგლი ჩამოაგდეს.
დემონსტრანტები ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოითხოვენ. მართალია, ასადის ხელისუფლება პოლიტიკური კურსის ცვლილებას დათანხდა, მაგრამ რეფორმების რეალურად გატარებას იგი არ აპირებს.
სირიის ხელისუფლების თქმით, მათ წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფო გამოსვლები საზღვარგარეთიდან ფინანსდება.