გალის რაიონში განადგურებული ქართველი დივერსანტები ვაჟა სიჭინავა და მალხაზ ხარჩილავა ზუგდიდის რაიონში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსართხოების დეპარლამენტის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის ზურაბ ლოგუას უშუალო დაქვემდებარებაში იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამას გარდა, რუსული მედია ამ წუთებში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში ქართულ დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში რუსი სამხედრო გვარად კვიტკო მოკლეს. იგი აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურში მსახურობდა. გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორი ლავრენტი მიქვაბია აცხადებს, რომ ინციდენტი სოფელ ჭუბურხინჯში პატრულირების დროს მოხდა. უცნობმა პირებმა რუსი ოკუპანტების პატრული დაცხრილეს, რის შედეგადაც სამხედრო გარდაიცვალა.
რუსმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ორი თავდამსხმელი მოკლეს. ადგილზე მისულმა ე.წ. სამართალდამცავებმა მოკლულებში გალის რაიონის ორი მკვიდრი გვარად ხარჩილავა და სიჭინავა ამოიცნეს, რომლებიც დივესიისა და მკვლელობების გამო ძებნაში იმყოფებოდნენ. დამნაშავეები საქართველოს ტერიტორიაზე იმალებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები