გალის რაიონში რუსი სამხედრო გვარად კვიტკო მოკლეს. იგი აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურში მსახურობდა. გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორი ლავრენტი მიქვაბია აცხადებს, რომ ინციდენტი სოფელ ჭუბურხინჯში პატრულირების დროს მოხდა. უცნობმა პირებმა რუსი ოკუპანტების პატრული დაცხრილეს, რის შედეგადაც სამხედრო გარდაიცვალა.
"პატრულირების დროს რუს სამხედროებს ქართული დივერსიული ჯგუფი დაესხა თავს", _ წერს რუსული მედია.
რუსმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ორი თავდამსხმელი მოკლეს. ადგილზე მისულმა ე.წ. სამართალდამცავებმა მოკლულებში გალის რაიონის ორი მკვიდრი გვარად ხარჩილავა და სიჭინავა ამოიცნეს, რომლებიც დივესიისა და მკვლელობების გამო ძებნაში იმყოფებოდნენ. დამნაშავეები საქართველოს ტერიტორიაზე იმალებოდნენ.