ლიტერატორი გრიგორი ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმით წერს დეტექტივებს, გამოსცემს წიგნს, რომელიც საკუთარ ჩანაწერებს ეფუძნება. წიგნის სახელწოდება იგივეა, რაც ბლოგის და მას "ისტორიის მიმართ სიყვარული" ჰქვია.
მწერლის თქმით, იგი "დასურათებული ისტორიული მინიატურებისგან" შედგება.
ბორის აკუნინი აპირებს, რომ წიგნში ჩართოს ყველაზე საინტერესო კომენტარები თავისი ბლოგიდან. ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ იმ ადამიანების წერილებმა, რომლებმაც მის ბლოგში კომენტარები დატოვეს, მასზე დიდი გავლენა მოახდინეს. ამდენად, იგი მათ კომენტარებს თავის თხზულებებში ირიბად გამოიყენებს.
ცნობისთვის, გრიგორი ჩხარტიშვილმა ბლოგი 2010 წლის ნოემბერში გახსნა. მან მკითხველს აცნობა, რომ საკუთარ ბლოგში სხვადასხვა სახის ისტორიული ლიტერატურის ჩანაწერებს ჩართავდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერები მას წიგნის დაწერის პროცესში არ გამოადგა და ამჟამად მათ "მკვდარი ტვირთის" სტატუსი აქვთ.