საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, "ქრისტინ-დემოკრატების" ხედვა სოციალისტური პარტიის ხედვასაც კი აჭარბებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"მადგა ანიკაშვილი გამოვიდა და გვეუბნება, რომ 100 ლარიანი პენისა სარსებო მინიმუმზე ცოტააო და ასე არცერთ ქვეყანაში არ არისო. მინდა გითხრათ, რომ თქვენი პარტიის სახელიდან გამომდინარე უფრო მემარჯვენე მიმართულების უნდა იყოთ, მაგრამ პარტიის წევრების გამოსვლების თუ გავითვალისწინეთ უფრო სოციალისტური და მემარცხენე მიმართულებას გვაგონებს", - მიმართა "ქრისტიან-დემოკრატებს" ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში, სადაც სოციალისტური პარტიები ყველაზე მწვავედ სწორედ სოციალურ ვალდებულებს აყენებენ მათ ზომა, წონა და ზღვარი იციან.
"როდესაც ქვეყანას 20% მეტის სოციალური ვალდებულებები აქვს აღებული სოციალისტებიც კი აღარ ითხოვენ დამატებითი ვალდებულებების აღებას სახელმწიფოსგან", - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.