თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, ძველი თბილისის გამგეობის წინ, ტოიოტას მარკის ჯიპი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.
როგორც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, 25-30 წლის ახალგზარდა ქალმა არ ისარგებლა მიწისქვეშა გადასასვლელით და გზას ავტომაქანების სავალ ნაწილზე კვეთდა.
შემთხვევის ადგილზე მოსულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალს პირველი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და იგი მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ექიმებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არც ისე რთულია. მას ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება ყურზე და ტვინის შერყევა აქვს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.